კრიმინალი

1 კგ ჰეროინის შენახვაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეს სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ი.ბ. დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ბ. 2019 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1020.14 გრ. ნარკოტიკულ ნივთიერებას ჰეროინს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებს პროკურატურა. 

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2019 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა).

კომენტარები