რიზ უიზერსპუნი

Jay-Z-მ და ბიონსემ რიზ უიზერსპუნს ერთი ყუთი შამპანიური გაუგზავნეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სახლში მისულ რიზ უიზერსპუნს Jay-Z-სა და ბიონსესგან არაჩვეულებრივი სიურპრიზი: ერთი ყუთი შამპანიური დახვდა. 

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, როდესაც უიზერსპუნის მაგიდაზე წყალი დამთავრდა, მან წყვილს შამპანიურის გაზიარება სთხოვა და სასმელით, ჯენიფერ ენისტონთან ერთად ისიამოვნა. 

საპასუხოდ, Jay-Z-მ და მისმა ცოლმა ბიონსემ მსახიობს მთელი ყუთი შამპანიური გაუგზავნეს წარწერით: "მეტი წყალი Jay-Z-ისა და ბისგან"

"ვის ადარდებს, რომ დღის 11:30-ია და მე დედაჩემთან ერთად შამპანიურს ვსვამ, ეს ხომ Jay-Z-ისა და ბიონსეს საჩუქარია" ამბობს უიზერსპუნი ვიდეოში, რომელიც მან ინსტაგრამზე გააზიარა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები