Balenciaga

ბალენსიაგამ ავსტრალიის მხარდასაჭერი კოლექცია შექმნა - თანხა ხანძართან ბრძოლას მოხმარდება

0 კომენტარი

ესპანურმა მოდის სახლმა Balenciaga-მ, ავსტრალიის მხარდასაჭერად და იქ გაჩაღებულ ხანძართან საბრძოლველად, ახალი კოლექცია გამოუშვა.

კოლექციაში მაისურები და ჯემპრებია, რომლებსაც კოალა ახატია.

ავსტრალიის მხარდასაჭერად გამოსული სპეციალური კოლექცია გაყიდვაში 13 აინვარს ჩაეშვება და მთელი თანხა ავსტრალიაში არსებულ ლოკალურ ორგანიზაციებში გადაირიცხება.

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წლიდან ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

ავსტრალია რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის. სექტემბრიდან დღემდე სტიქიას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა, დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი და სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები