ეკონომიკური ზრდა

მსოფლიო ბანკმა 2019 და 2020 წლებისთვის მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

zoom.me

მსოფლიო ბანკმა 2019 და 2020 წლებისთვის მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

2019 წლის ივლისში, მსოფლიო ბანკი ვარაუდობდა, რომ გასულ წელს გლობალური ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდებოდა, ახლა კი პროგნოზი 2.4%-მდე შემცირდა.

2008-2009 წლების ფინანსური კრიზის მერე მსოფლიოს ეკონომიკისთვის ეს ყველაზე დაბალი წლიური ზრდაა.

რაც შეეხება მიმდინარე, 2020 წელს, მსოფლიო ბანკის თავდაპირველი პროგნოზით, ეკონომიკურ ზრდას 2.7% უნდა შეედგინა, მოგვიანებით კი პროგნოზი 2.5%-მდე ჩამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ პროგნოზის შემცირება განვითარებული ქვეყნების ხარჯზე ხდება - თუ ინდუსტრიული ქვეყნების ზრდის პროგნოზი აქამდე 1.6% იყო, ახლა 1.4%-მდეა შემცირებული, მაშინ, როცა განვითარებადი ქვეყნების პროგნოზი 3.5%-დან 4.1%-მდე გაიზარდა.

კომენტარები