იაპონია

იაპონია ახლო აღმოსავლეთში ტანკერების დასაცავად საბრძოლო გემს და თვითმფრინავებს აგზავნის

0 კომენტარი
P-3C

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტარო კონომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გემის და ორი საპატრულო თვითმფრინავის P-3C გაგზავნის შესახებ ბრძანება გასცა, რათა იაპონიისკენ მიმავალი სავაჭრო გემები დაიცვან.

საპატრულო თვითმფრინავები იაპონიას 11 იანვარს დატოვებენ და ოპერაციებს 20 იანვრიდან დაიწყებენ. რაც შეეხება საბრძოლო გემს, მას 2 თებერვალს გაუშვებენ და პატრულირებას თებერვლის ბოლოდან დაიწყებს.

მინისტრმა სპეციალური განკარგულება გასცა, რათა საფრთხის არსებობის შემთხვევაში იაპონიის ძალებმა შეიარაღების გამოყენება შეძლონ.

"ჩვენი ნავთობის 90% ამ წყლებში გადის, ამიტომ, იაპონიის ეკონომიკისთვის ეს სასიცოხლო მნიშვნელობისაა," - თქვა კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიჰიდე სუგამ.

ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარების გამო, იაპონიის პრემეირმინისტრმა შინძო აბემ ვიზიტი არ გადადო და 11 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით ის ახლო აღმოსავლეთში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ომანს და საუდის არაბეთს ეწვევა.

იაპონური ძალები დაფარავენ ომანის ყურეს, ადენის ყურეს და არაბეთის ზღვას.

სუგას თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს იაპონიის პრემიერმინისტრი ქვეყნების ლიდერებს მისიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში და ივნისში ახლო აღმოსავლეთში ნავთობტანკერებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, მათ შორის ომანის ყურეში იაპონურ ნავთობტანკერზე. აშშ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ბრალდებებს უარყოფს.

სექტემბერში საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმაში ასევე ირანს ადანაშაულებემ, ირანი კი ირწმუნება, რომ ამასთან კავშირი არ აქვთ და თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები დგანან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები