ანას ბაღი

მოქალაქეები სკვერის ტერიტრიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, დაკავებულია 6 ადამიანი

ტვ პირველი

ვარკეთილში, "ანას ბაღში" მოსახლეობა დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს.

მოქალაქეების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სკვერის ადგილას არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.

დაკავებულია 6 ადამიანი. 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. მოქალაქეები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით არიან დაკავებულები.

დაპირისპირება, რასაც დაკავება მოჰყვა, მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის სამსახურის კომპანია "გისსონის" თანამშრომლებმა პარკიდან მოქალაქეები ძალით გაიყვანეს და სამშენებლო ტექნიკას მუშაობის საშუალება მისცეს.

კომენტარები