სამკერვალო იმერი

MARK & SPENCER-ის ტანსაცმელს ქუთაისში არსებული სამკერვალო "იმერი" შეკერავს

0 კომენტარი
Mark & Spencer

ბრიტანული ბრენდის Mark & Spencer-ის ტანსაცმელს ქუთაისში არსებული სამკერავალო "იმერი" შეკერავს - ამის შესახებ ინფორმაციას აწარმოე საქართველოში ავრცელებს.

"სამკერვალო კოპანია იმერი - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების ბენეფიციარი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა", - წერს აწარმოე საქართველო.

სავარაუდოდ, სამკერვალო "იმერი" ბრიტანული ბრენდისთვის მუშაობას თებერვლიდან დაიწყებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა პროდუქტებს შეკერავენ ისინი Mark & Spencer-სთვის.

სამკერვალო "იმერის" დაარსებიდან 2019 წელს 90 წელი გავიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები