ტურიზმი საქართველოში

დეკემბერში ტურისტული ნაკადი 15%-ით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეკემბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

უწყების ინფორმაციით, დეკემბერში საერთოშორისო მოგზაურების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ ტურისტული ნაკადს, აქ ზრდამ 15,5% შეადგინა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

სულ დეკემბერში საქართველოს 312 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ჩამოსული საერთაოშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 367 ათასს გადააჭარბა. მოქმედი ავიასანქციების მიუხედავად, ბოლო თვეებში პირველად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან. 

დეკემბერში რუსეთიდან საქართველოს 65,303 მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2,6%-ით აღემატება. 

კომენტარები