ტურიზმი საქართველოში

10 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოგზაური ეწვია

ბათუმი
georgia.travel

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეკემბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, დეკემბერში გაიზარდა, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე, უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც. 

დეკემბერში საქართველოში განხორციელებული ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 312 ათას აღემატებოდა. რაც შეეხება საერთაოშირო მოგზაურების ვიზიტებს აქ ზრდამ 16%-ს შეადგინა და 667 ათასს გადააჭარბა. 

ქვეყნების სია, საიდანაც დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოგზაური ეწვია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სომხეთი — 134,214, ზრდა — 26%;
  • აზერბაიჯანი — 122,591, ზრდა — 9%;
  • თურქეთი — 80,701, ზრდა — 20%;
  • რუსეთი — 65,303, ზრდა — 2,6%;
  • საქართველო [არარეზიდენტი] — 35,504, ზრდა — 2,4%;
  • ისრაელი — 19,448, ზრდა — 64%;
  • უკრაინა — 10,390, ზრდა — 18%;
  • ირანი — 9,149, კლება — 25%;
  • ყაზახეთი — 8,236, ზრდა — 177%;
  • ინდოეთი — 6,740, ზრდა — 12%.

კომენტარები