აშშ-ირანი

ამერიკამ ირანს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
მაიკ პომპეო და სტივენ მნუჩინი ფოტო: ABC news

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა ბრიფინგზე ისაუბრეს.

საუბარი სტივენ მნუჩინმა დაიწყო და სამ პუნქტად ჩამოაყალიბა, რა დამატებით სანქციებს აკისრებს ამერიკა ირანს.

"როგორ პრეზიდენტმა აქამდეც აღნიშნა, ჩვენ ვაანონსებთ დამატებით სანქციებს ირანის რეჟიმისთვის ამერიკაზე და მოკავშირე ძალებზე შეტევის პასუხად:

პირველი - პრეზიდენტი გამოცემს დამატებითი სანქციების სრული უფლებით აღჭურვილ განკარგულებას ყველა ინდივიდის წინააღმდეგ, რომელიც ფლობს, ოპერირებს, ვაჭრობს ირანულ ეკონომიკასთან მშენებლობის, ქსოვილების წარმოების და სამთო მრეწველობის სფეროების ჩათვლით და მინდა ვთქვა ნათლად, ესენი იქნება ძირითადი და მეორადი სანქციები.

მეორე - ჩვენ ვაანონსებთ 17 სპეციფიკურ სანქციას ირანის ფოლადის მრეწველობისა და რკინის მწარმოებლების წინააღმდეგ, ამ გზით ჩვენ გამოვაცალკევებთ მილიარდობით დოლარს ირანის რეჟიმის მხარდასაჭერისგან და გავაგრძელებთ ჩვენს ძალდატანებას სხვა ორგანიზაციებზე.

მესამე - ჩვენ ვიღებთ სანქციებს 8 ირანელი საჯარო მოხელის წინააღმდეგ, რომლებმაც ხელი შეუწყვეს რეჟიმის სტაბილურობის დამრღვევ ქცევებს და ჩართულები იყვნენ სამშაბათს მომხდარ სარაკეტო თავდასხმაში.

სანქციები არის ნაწილი ჩვენი ქმედებებისა, რათა შევაჩეროთ ირანის რეჟიმის გლობალური ტერორისტული ქცევები", - თქვა სტივენ მნუჩინმა.

პირველად, დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაკისრების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა, ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. ამერიკამ დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ირანის მიერ ბაღდადში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უპასუხა, რომლის დროსაც არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები