ტურიზმი საქართველოში

ავიასანქციების მიუხედავად 2019 წელს რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 4,6%-ით გაიზარდა

georgicatravel.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეკემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, დეკემბერში გაიზარდა, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე, უშულოდ ტურისტების რაოდენობაც. 

დეკემბერში საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 312 ათასს გადააჭარბა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების კი 367 ათასს. ამგვარად, 2019 წელს საქართველოს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 9,3 მილიონს აღემატება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

ზრდა შეინიშნება უშუალოდ ტურისტულ ნაკადშიც. უწყების ინფორმაციით, წელს საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 5 მილიონს აღემატებოდა, რაც წინა წინა წლის მაჩვენებელს თითქმის, 7%-ით აღემატება. 

წელს ზრდა შენარჩუნდა თითქმის, ყველა ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ევროკავშირიდან. ევროგაერთიანების ქვეყნებიდან წელს საქართველოს 100 ათასით მეტი ადამიანი ეწვია. ამგვარად ზრდამ 26% შეადგინა. 

ივნისში, ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული ავიასანქციების მიუხედავად დადებითი დინამიკა აჩვენა ტურიზზმა რუსეთიდან. წლის პირველ ნახევარში ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან სწრაფად იზრდებოდა. ზრდის ტენდენცია კლებით 8 ივლისის შემდეგ შეიცვალა. სწორედ, ამ დღეს ამოქმედდა ფრენების აკრძალვა საქართველოსა და რუსეთს შორის. 

ივლისის შემდეგ, რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 12%-ით მცირდებოდა. წინა თვეების უარყოფითი სტატისტიკა დეკემბერში შეიცვალა, დეკემბერში საქართველოს 65,303 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2,6%-ით აღემატება. 

ჯამურად ავიასანქციების მიუხედავად, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელს 4,6%-ით გაიზარდა. წინა წელს საქართველოს სულ 1,471 მილიონი რუსი ვიზიტორი ეწვია. 

კომენტარები