ქალტა მიმართ და ოჯახში ძალადობა

მუქარაში ბრალდებულ სასულიერო პირს საპატრიარქო სინანულისთვის მონასტერში გაგზავნის

ინტერპრესნიუსი

მუქარაში ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაშიც ადანაშაულებს, საპატრიარქო სინანულისთვის მონასტერში გაგზავნის. ინფორმაცია ტაბულას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. 

"სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენ ხანს",-უთხრა ტაბულას ანდრია ჯაღმაიძემ. 

ცნობისთვის, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა

მღვდელს ყოფილი ცოლი, ნინო გორგოშიძე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მას პროკურატურამ ბრალი მუქარის მუხლით წარუდგინა.

ლაშა ჩიქოვანი სვანეთის უბანში ტაძრის წინამძღვარია. 

"ბეისბოლის ბიტით გაგასხმევინებ ტვინსო",-ყოფილი ცოლის, ნინო გორგოშიძის ინტერვიუ წაიკითეთ აქ.

კომენტარები