ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

flickr

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მიკროავტბუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს უკნიდან დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

კომენტარები