სროლა კლუბ ბასიანთან

ბასიანთან მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა - დაჭრილია 3 ადამიანი

0 კომენტარი
ფოტო: Bassiani

კლუბ ბასიანთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა - შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

სროლის შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი.

"ყველაფერი კარგადაა, თუ ამას კარგად ყოფნა ქვია, თუმცა უარესებიც გადაგვიტანია. მადლობა და ბოდიში ყველას, ვისაც სიცოცხლის ფასად უჯდება bassiani-ის სიყვარული.

პს. იმედი მაქვს ისევ საომარი არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა", - წერს კლუბის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.

ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას და დამატებით ინცორმაციას დაზუსტებისთანავე შემოგთავაზებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები