ოქროს გლობუსი 2021

2021 წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ტინა ფეი და ემი პოლერი გაუძღვებიან

0 კომენტარი
ტინა ფეი და ემი პოლერი ფოტო: Billboard.com

უკანასკნელი ოქროს გლობუსის დაჯილდოებიდან 5 დღის გასვლის შემდეგ, უკვე ცნობილია ვინ გაუძღვებიან 2021 წლის დაჯილდოებას - ეს ადამიანები ტინა ფეი და ემი პოლერი იქნებიან.

ჯერჯერობით უცნობია 2021 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ჩატარების თარიღი.

ტინა ფეისა და ემი პოლერსაც აქამდე, 2013 და 2015 წლებშიც წაუყვანიათ ერთად ოქროს გლობუსის დაჯილდოებები. გარდა ამისა, ტინა ფეის ჯილდო ორჯერ, ხოლო ემი პოლერს ერთხელ აქვს მიღებული.

2020 წლის დაჯილდოება რიკი ჯერვაისმა წაიყვანა და თავისი სიტყვით თავი ყველას დაამახსოვრა. მან მსახიობებს მიმართა, რომ ჯილდოს მიღების შემთხვევაში არ გამოეყენებინათ ტრიბუნა პოლიტიკური სიტყვის სათქმელად, რადგან ისინი მათი მდგომარეობის გამო საზოგადოებას ვერაფერს ასწავლიან.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოსკარის დაჯილდოებას, რომელიც 10 თებერვალს გაიმართება, უკვე მიყოლებით მეორე წელი წამყვანი არ ეყოლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები