31 დეკემბერს დაკავებულები

31 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებული 5 აქტივისტის სასამართლო სხდომა 13 იანვარს გაიმართება

ტაბულა

დღეს, 13 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 31 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების სასამართლო სხდომა გაიმართება. ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ლაშა ბურდული და ზურაბ მჟავანაძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათ პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მიერ განთავსებული კარვების აღება გააპროტესტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა (ასკ-ის 166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავება. GDO-ის ცნობით, სამინისტროს მტკიცებულებას საქმეში ძირითადად იმ პოლიციელთა ჩვენება წარმოადგენს, რომლებიც დაკავებულთა განმარტებით, მათი დაკავების პროცესში არ მონაწილეობდნენ.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე აღნიაშვილი განიხილავს. 31 დეკემბერს, პირველ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი სასამართლოსთვის წრდგენის მიზნით საქმის განხილვა იანვრისთვის გადადო.

30-31 დეკემბრის ღამით, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტს აწყობდნენ. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტს წინ მიიტანეს სასრიალო ბატუტიც, რომელიც მეორე დღეს აიღეს, რადგან მისი ვიზუალი - ლურჯი ზვიგენი - თბილისის მერისთვის "სრულიად მიუღებელი" აღმოჩნდა.

კომენტარები