ბრედ პიტი

ბრედ პიტმა ალკოჰოლისგან გათავისუფლებისთვის მადლობა ბრედლი კუპერს გადაუხადა

Film

გასულ კვირას ნიუ-იორკში (National Board of Review დაჯილდოების ცერემონია შედგა, რომელზეც ბრედ პიტმა ფილმში Once Upon A Time In Hollywood მონაწილეობისთვის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო მიიღო. 

დაჯილდოების დროს პიტმა თავის მეგობარს, ბრედლი კუპერს მადლობა გადაუხადა, რადგან სწორედ მისი დახმარებით ის ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა. 

"სწორედ მისი წყალობით ვარ ფხიზელი და ასეთი ბედნიერი" აღნიშნა პიტმა. 

შეგახსენებთ, რომ ბრეტ პიტმა ალკოჰოლის მიღებაზე უარი 2017 წელს თქვა, ბრედლი კუპერი ამავე პრობლემას 2004 წელს გაუმკლავდა.  

კომენტარები