კრავთა დუმილი

CBS კრავთა დუმილის მიხედვით სერიალს გადაიღებს

HFN

CBS გამოუშვებს სერიალს, რომელიც საკულტო ფილმის Silence of the Lambs გაგრძელება იქნება. 

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ორიგინალ სურათში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წელია გასული და მთავარი გმირი აგენტი კლარის სტარლინგია (რომელსაც ჯოდი ფოსტერი თამაშობდა.) ის 1993 წელს ვაშინტგონში სექსუალური მანიაკებისა და მკვლელების საქმეებს გამოიძიებს. ასევე აღინიშნა, რომ დიდი ყურადღება მთავარი გმირის პირად ცხოვრებას დაეთმობა. 


ფოტო: Film

პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს მთავარ როლს. პროდიუსერები ალექს კურცმანი და ჯენი ლიუმე იქნებიან. 

კომენტარები