სასამართლო სისტემა

მოსამართლე ქადაგიძე: ახალი წლის დღეებში [ეუთოს დასკვნაზე] რომ არ გვესაუბროთ, ხომ შეიძლება

მთავარი არხი

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ნინო ქადაგიძემ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შესახებ ეუთო/odhir-ის დასკვნაზე დასმულ კითხვაზე მთავარი არხის ჟურნალისტის პასუხად თქვა:

"ახალი წლის დღეებში ამაზე რომ არ გვესაუბროთ, ხომ შეიძლება".

მოსამართლეებმა ახალი წელი მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსაამრთლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქზე წერს:

"წარმოიდგინეთ მოსამართლე, რომელიც მიიჩნევა კარგ ანუ პრინციპულ მოსამართლედ, სარგებლობს გამორჩეული პატივისცემით იურიდიულ წრეებში. ასევე ყველამ იცის, საქართველოს პარლამენტმა როგორ აირჩია 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, რაზეც ეუთომ რამდენიმე დღის წინ მწვავედ გააკრიტიკა ჩვენი სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლება, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ცხადია, უარყოფითად აისახება.

ამის შემდეგ ხსენებული მოსამართლე მიდის მურუსიძის მოწყობილ დიდ კორპორაციულ ქეიფზე და ცეკვავს. ამ ქეიფს ესწრება ჩინჩალაძე, თადუმაძე და ყველა, ახალი არჩეულიც და ძველიც.

რას იფიქრებდით ასეთი მოსამართლის ღირებულებებსა და პრინციპებზე?".

ეუთო/ODHIR-ის დასკვნაში, რომელიც 9 იანვარს გამოქვეყნდა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხება, ნათქვამია, რომ გარემოებების ფონზე ეჭვქვეშ დგება ხელისუფლების მიზნის გულწრფელობა - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, რომელიც უზრუნველყოფდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გაზრდიდა საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ეუთო მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოებში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე, რომელიც საფრთხე შეუქმნა დამსახურების საფუძველზე შერჩევის პროცესს. გაკრიტიკებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ყველა ეტაპი, კონკურსის გამოცხადებიდან დანიშვნის ჩათვლით.

საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები