თბილისის ქუჩები, რომლებსაც 14 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 14 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, რქაწითელის, საფერავის, ნაკადულის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვირილების ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, სოფელი გიორგიწმინდას, გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, ხევისპირის, ბერთუბნის, ნებლის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ქსნის და ფეიქართა ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ღრმაღელე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ვარდისუბნის, ღრმაღელის, ქსნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის და სოფელი ერტისის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები