საქართველოს პრეზიდენტი

გურიაში ოპოზიციის აქტივისტები პრეზიდენტს ლობიოთი და მჭადით დახვდნენ

გურიაში პრეზიდენტის ჩასვლა ოპოზიციის აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათ სალომე ზურაბიშვილს ლობიო, მჭადი და პრასი მიუტანეს, თუმცა, პოლიციამ აქციის მონაწილეებს პრეზიდენტთან მისვლის საშუალება არ მისცა. აქტივისტების თქმით, არ შეიძლება, "ეს სამარცხვინო ქალი გურულების მეკვლე იყოს".

საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფება, სადაც "კალანდა 2020“-ს დაესწრება.

კომენტარები