საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი: ვინც რაიმეს აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი
president.gov.ge

დღეს, სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გურიაში იყო ჩასული, სადაც მათ ოპოზიციის აქტივისტები პროტესტით დახვდნენ და პრეზიდენტს ლობიო, მჭადი და პრასი მიუტანეს.

ზურაბიშვილის თქმით, მას პროტესტის პროტესტი არასდროს ექნება, რადგან თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

"არ ვიცი, ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს, როგორც ხედავთ, აქ არ არის მხოლოდ მოსახლეობა, ელჩებიც არიან მოსული და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაულია და ამიტომ ვულოცავ ყველას. ვინც რაიმეს აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფება, სადაც "კალანდა 2020"-ს დაესწრება.

კომენტარები