დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ელიზაბეტ II: ჩვენ მხარს ვუჭერთ ჰარისა და მეგანის სურვილს, რომ შექმნან ახალი ცხოვრება

ელიზაბეტ II, მეგან მარკლი და პრინცი ჰარი

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის, თქმით, სამეფო ოჯახი პრინც ჰარისთან და მეგან მარკლისთან "ტრანზიციის პერიოდზე" შეთანხმდა, რომლის ფარგლებშიც სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ დროს ბრიტანეთსა და კანადაში დაჰყოფენ.

განცხადება დედოფლის, პრინც ჩარლზის, პრინც უილიამის და პრინც ჰარის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

"დღეს ჩემს ოჯახს ჰქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჩემი შვილიშვილის და მისი ოჯახის მომავლის შესახებ.

ჩემი ოჯახი და მე სრულად ვუჭერთ მხარს ჰარისა და მეგანის სურვილს, რომ შექმნან ახალი ცხოვრება, როგორც ახალგაზრდა ოჯახმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვერჩივნა ისინი სრული დროის განმავლობაში ყოფილიყვნენ სამეფო ოჯახის წევრები, ჩვენ პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილის, რომ იცხოვრონ უფრო დამოუკიდებლად, როგორც ოჯახმა და ასევე, როგორც ჩემი ოჯახის ფასეულმა ნაწილმა.

ჰარიმ და მეგანმა ნათლად თქვეს, რომ არ სურთ იცხოვრონ საჯარო ფონდზე დამოკიდებულებმა მათ ახალ ცხოვრებაში.

ამრიგად, ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნება ტრანზიციის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ჰერცოგი და ჰერცოგინია დროს კანადასა და დიდ ბრიტანეთში გაატარებენ", - წერია განცხადებაში.

8 იანვარს სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

კომენტარები