ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში აშშ-ის ისრაელი დაეხმარა

ამერიკული მედიის ცნობით, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაში ისრაელის სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. Reuters-ის და New York Times-ის ცნობით, ინფორმაციით, ებრაელები ოპერაციის დასკვნით ეტაპში მონაწილეობდნენ. 

ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი ამერიკული სარაკეტო თავდასხმის დროს ბაღდადის აეროპორტთან ახლოს მოკლეს. სოლეიმანი ერაყში დამასკოდან ჩაფრინდა. სწორედ სირიიდან გაფიშრეს სოლეიანის მარშრუტი CIA-ის ინფორმატორებმა და ინფორმაცია სადაზვერვო ბიროს მიაწოდეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ისრაელის სპეცსამსახურებმა დაადასტურეს ინფორმაცია სოლეიმანის მარშრუტის შესახებ და აშშ-ის იმ ფრენის ნომერი მიაწოდეს, რომლითაც ირანელი გენერალი ბაღდადში ჩაფრინდა. 

აშშ-ში სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციაზე უმკაცრესი გასაიდუმლოების რეჟიმში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ლიკვიდაციამდე არ შემდგარა კომუნიკაცია არც სენატის და არც კონგრესის წარმომადგენლებთან. პარტნიორი სახელმწიფოების მეთაურებიდან კი სოლეიმანის მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე მხოლოდ ისრაელის პრემიერის, ბიბი ნეთანიაჰუსთვის იყო ცნობილი. 

როგორც ცნობილია უშუალოდ შეტევა ნეთანიაჰუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სატელეფონო საუბარი შედგა. 

ყასემ სოლეიმანი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყველაზე ელიტურ "ყუდსის" ქვედანაყოფს 1998 წლიდან მეთაურობდა.

კომენტარები