ხანძარი ქავთარაძის ქუჩაზე

ქავთარაძის 3 ნომერში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, პეტრე ქავთარაძის 3 ნომერში, სამშენებლო მასალების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე, თუმცა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება, ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები