საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, გურულ ჩიჩილაკსა და კალანდობას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გურიაში ვიზიტისას, კალანდობის დღესასწაულზე განაცხადა. 

"გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული კალანდობა შევიტანოთ ჩვენ არამატერიალურ მემკვიდრეობის სიაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტთან ერთად გურიაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც. ქვეყნის პირველ პირებზე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციით დახვდნენ. 

ჰქონდა ადგილი დაძაბულობას პოლიციასთან, თუმცა არსებული ინფორმაციით, არავინ დაუკავებიათ. 

კომენტარები