ავტოავარია

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავტოავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, იაღლუჯის მთის ფერდობთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. ორი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები