ფილიპინები

ფილიპინებში ვულკან ტაალის ამოფრქვევისას წყვილი დაქორწინდა

Randolf Evan

ფილიპინებში ვულკან ტაალის ამოფრქვევისას წყვილი დაქორწინდა.

ქორწინების ცერემონიისას ფოტოგრაფმა კადრი გადაიღო, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ვულკანი ამოიფრქვა.

ფილიპინებში ვულკანი კვირას, 12 იანვარს ამოიფრქვა.

როგორც ოფიციალური პირები ამბობდნენ, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ვულკანის საშიში, განმეორებითი ამოფრქვევა.

ვულკანი ტაალი დედაქალაქ მანილადან სამხრეთით, 70 კილომეტრში მდებარეობს. ის ერთერთი ყველაზე პატარა ვულკანია მსოფლიოში. ტაალი ფილიპინებზე ზომით მეორე აქტიური ვულკანია.

ბოლო 450 წელიწადში ის, სულ მცირე, 34-ჯერ ამოიფრქვა.

კომენტარები