კრიმინალი

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი, 2000 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა 12 იანვარს, თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია "აისაფორთიდან“ მობილური ტელეფონები და ფული მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში უკანონოდ შეღწევით ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები