ჯაფარიძე: პროკურატურის მოწმეებმაც თქვეს, რომ ბანკში დანაშაულის ნიშნები მათ არ აღმოუჩენიათ

ტვ. პირველი

საქალაქო სასამართლოში TBC ბანკის საქმის განხილვა დასრულდა. ბანკის თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის, თქმით, პროცესზე პროკურატურის მოწმეებმა თქვეს, რომ შემოწმების დროს "არანაირი დანაშაულის ნიშნები მათ არ აღმოუჩენიათ". 

ჯაფარიძის თქმით, მოწმეებმა ასევე ხაზი გაუსვეს 2008 წელს საბანაკო სექტორში შექმნილ დრამატულ ვითარებას. 

"ჩვენ ვსაუბრობთ პროკურატურის მიერ მოყვანილ მოწმეებზე, მაგრამ კეთილსინდისიერ მოწმეებზე, რომლებმაც თქვეს სიმართლე,"- ამბობს ჯაფარიძე. 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. პროკურატურა მათ ფულის გათეთრებას ედავება. საქმე 2008 წლის ტრანზაქციებს ეხება. 

კომენტარები