ჩინეთში, ცინხაის პროვინციის დედაქალაქ სინინგში, საავტომობილო გზა ჩაინგრა და სამგზავრო ავტობუსი ჩაიყოლა.
უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვლა. მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 10 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, დაკარგულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვიცაა.
შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.