No Time To Die

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის NO TIME TO DIE-ს სიმღერას ბილი აილიში შეასრულებს

ბილი აილიში

ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის "No time to die"-ს სიმღერას ბილი აილიში შეასრულებს - ამის შესახებ ინფორმაცია 18 წლის მომღერლის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნდა.

"ბილიმ დაწერა და შეასრულებს სიმღერას ჯეიმს ბონდის 25-ე ფილმისთვის #NoTimeToDie", - წერია პოსტში.

ამ ფაქტით, ბილი აილიში ყველაზე ახალგაზრდა არტისტი გახდა, რომელმაც ჯეიმს ბონდის ფილმისთვის სიმღერა დაწერა.

No Time to Die 2020 წლის, 2 აპრილს გამოვა და მასში ჯეიმს ბონდის როლს დენიელ ქრეიგი უკანასკნელად შეასრულებს.

კომენტარები