რუსული მედია: სუმბაევის პასუხისმგებლობისთვის რუსეთი საქართველოს თანხმობას ითხოვს

TASS

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე საქართველოს თანხმობას ითხოვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას. 

რუსული მხარე თანხმობას გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეზე ჰაკერისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ითხოვს.

იაროსლავ სუმბაევს რუსეთი ბრალს მოსკოვის რეგიონის გამომძიებელს, ევგენია შიშკინას მკვლელობაში, ასევე, კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. 

ის საქართველოში 2018 წელს დააკავეს, 2019 წლის ოქტომბერში კი ხელისუფლებამ ჰაკერი რუსეთს გადასცა.

სუმბაევი არ არის პირველი პატიმარი, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი გადასცა.

28 წლის IT სპეციალისტი რუსეთის ციხეში დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები