Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW-ის ანგარიში: სამართალდამცველების დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება

ჩიტაძის ქუჩა - 26.11.2019
ტაბულა

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. მათ შორის, ერთერთი ნაწილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევაში არასათანადო გამოძიებასა და მათ დაუსჯელობასა ან არასათანადო დასჯას ეხება. 

ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

"2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა"- წერია ანგარიშში. 

Human Rights Watch-ი ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე და "ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა".

"ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე, სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს"- ვკითხულობთ ანგარიშში. 

მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული მომიტინგის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა, სამივე მათგანი გირაოთი გამოუშვეს.

კომენტარები