ნარკოპოლიტიკა

HRW: ნარკოდანაშაული ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, დიდი ჯარიმით, უფლებების შეზღუდვით ისჯება

Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოში ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე არის გამახსვილებული. ანგარიშის მიხედვით, ნარკოდანაშაული საქართველოში ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებითა და უფლებების შეზღუდვით ისჯება.

"ნარკოტიკულ დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობის შემდგომი კლების მიუხედავად, ხელისუფლებამ მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა შეინარჩუნა, რომლითაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანის გარდა) მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სჯიან. ნარკოტიკული დანაშაულები ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებით და უფლებების შეზღუდვით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვადასხვა ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლების ჩამორთმევით ისჯება",-წერია ანგარიშში.

მათი ინფორმაციით, საკანონმდებლო რეფორმის პროექტი, რომლითაც ნარკოტიკის მოხმარებისადმი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული მიდგომები დაინერგებოდა და სადამსჯელო პრაქტიკა შეიცვლებოდა, ამ ანგარიშის მომზადების დროს პარლამენტში კვლავ განუხილავი იყო.

კომენტარები