სტივენ კინგი

სტივენ კინგი: არასდროს მივაქცევ ყურადღებას მრავალფეროვნებას ხელოვნებაში

0 კომენტარი
ფოტო: Forbes.com

ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი იმ ხალხის რეაქციებს გამოეხმაურა, ვინც ოსკარის დაჯილდოების წლევანდელ ნომინაციებს ნაკლები მრავალფეროვნების გამო აკრიტიკებს.

ტვიტერზე ჰეშთეგი #OscarSoWhite2020 [ოსკარი ძალიან თეთრია] შეიქმნა, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი დაპოსტვისას იყენებენ.

"მე არასდროს მივაქცევ ყურადღებას მრავალფეროვნებას ხელოვნებაში, მხოლოდ ხარისხი. ჩემთვის სხვანაირად მოქცევა არასწორი იქნებოდა", - წერს სტივენ კინგი.

ამ პოსტის შემდეგ, მწერალი ტვიტერის მომხმარებლების ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა, რის შემდეგაც მან კიდევ ორი პოსტი დაწერა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც არტისტებსა და კრეატიულ ხალხს შეგვიძლია, არის დარწმუნება რომ ყველას ეძლევა შანსი - განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა და ორიენტაციისა", - წერს სტივენ კინგი.

"შენ ვერ მოიგებ ჯილდოს, თუ თამაშიდან გამოთიშული ხარ", - დაწერა წინა პოსტის დაწერიდან 3 წუთში კინგმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები