ცნობილი ადამიანები

უილ სმიტის თქმით, მას ჯეიდა პინკეტ სმიტისა და 2PAC-ის ახლო ურთიერთობის შურდა

0 კომენტარი
უილ სმიტი/ჯეიდა პინკეტ სმიტი და თუფაქი

უილ სმიტმა "The Breakfast Club"-ში სტუმრობის დროს თქვა, რომ თავისი ცოლის ჯეიდა პინკეტ სმიტისა და 2PAC-ის წარსულში ახლო ურთიერთობის შურდა.

უიმ სმიტი და ჯეიდა პინკეტ სმიტი ერთად სწავლობდნენ ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში, როდესაც ჯეიდა სმიტს 2PAC-თან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

წამყვანმა სმიტს ჰკითხა, შურდა თუ არა იმ სიყვარულის, რაც ჯეიდას 2PAC-ის მიმართ ჰქონდა.

"ჯანდაბას, კი. ეს ადრეულ ხანაში იყო და ძალიან დიდი სინანულის საფუძველი იყო ჩემთვისაც, იმიტომ რომ ვერასდროს გავიხსენი რეპერთან ინტერაქციისთვის", - თქვა უილ სმიტმა.

მისივე თქმით, 2PAC და ჯეიდა პინკეტ სმიტი ერთად იყვნენ გაზრდილები და ამიტომ მათი ურთიერთობა სექსუალური ხასიათის არასდროს ყოფილა.

"2PAC-ს ჰქონდა რაღაც გრძნობები ჯეიდას მიმართ, მაგრამ ამას [ჯეიდას] უბრალოდ უყვარდა ის. ის იყო სურათი სრულყოფილების", - თქვა უილ სმიტმა.

მისივე თქმით, მას ჯეიდა პინკეტ სმიტი ხშირად ამგვანებს 2PAC-ს და ეუბნება, რომ გაცნობის შემთხვევაში ის აუცილებლად შეუყვარდებოდა.

უილ სმიტი და ჯეიდა პინკეტ სმიტი 1997 წლიდან ქორწინებაში არიან და მათ ორი შვილი ჰყავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები