ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი უარყოფს, რომ მისი ნახატები პარიზში გამოიფინება

BBC-ის ინფორმაციით, ბრინტნი სპირსის ნახატების პირველი სოლო გამოფენა საფრანგეთში არ გაიმართება. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ მომღერლის პუბლიცისტმა ისაუბრა, - "[გამოფენა] სიმართლეს არ შეესაბამება".

გუშინ, 14 იანვარს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ერთ-ერთ გალერეაში, სახელად "Sympa", პოპვარსკვლავი საკუთარი ნახატების პირველ სოლო გამოფენას მოაწყობდა. ამის შესახებ გალერიის ინსტაგრამ გვერდზე დაიწერა.

გალერიის ინსტაგრამ გვერდზე გავცელებულ პოსტში გამოფენის თარიღი და სახელწოდებაც კი იყო ცნობილი.

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენ ბრიტნი სპირსის პირველ სოლო გამოფენას, შაბათს, 18 იანვარს გავხსნით", - წერია საგამოფენო სივრცის ინსტაგრამ პოსტში.

 

კომენტარები