Human Rights Watch-ის ანგარიში 2020

კაპანაძე: HRW-ის ანგარიშში არის საკითხები, რომლებმაც დარტყმა მიაყენეს ქართულ დემოკრატიას

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, სერგი კაპანაძე, Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. კაპანაძის თქმით, ანგარიშში იმ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რომლებმაც სერიოზული დარტყმა მიაყენეს ქართულ დემოკრატიას. 

"Human Rights Watch-ი ამას აღნიშნავს მედიაპლურალიზმის კუთხითაც, თუ როგორ მოხდა რუსთავი 2-ის კოლექტივის გაყრა, რომელიც იყო კრიტიკული. როგორ ხდება სხვა კრიტიკული ტელეარხების, მთავარისა და TV პირველის წინააღმდეგ მოქმედებები. როგორ ხდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოქმედებები. რაც მთავარია, საუბარია იმაზე, რომ სამართალდამცველებისგან დანაშაულის ჩადენა არის მიუხედავი ქვეყნის მხრიდან, ანუ, აქ არის ანგარიშვალდებულების მორღვევა",-ამბობს კაპანაძე "მთავართან" ინტერვიუში. 

Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე არის გამახვილებული. მათ შორის არის სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის თავისუფლება და ანტინარკოტიკული პოლიტიკა.

კომენტარები