Human Rights Watch-ის ანგარიში

ხაზარაძე HRW-ზე: ეს დასკვნა ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს

0 კომენტარი
მამუკა ხაზარაძე ფოტო: ლელო

"ეს დასკვნა და არამარტო ეს დასკვნა ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა და სამართალი არ არსებობს," - "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე Human Rights Watch-ის ანგარიშს ეხმაურება. ხაზარაძე ამბობს, რომ საქართველოში პროკურატურა ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა. 

"ამ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა და გადმოიფორმა ნაციონალური მოძრაობის დროინდელი  პროკურორები და მოსამართლეები და არა მარტო გადმოიბარა, არამედ გააფორმა ისინი მუდმივად სასამართლოში," - ამბობს ხაზარაძე.  

Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმე საკითხზე არის ყურადღება გამახვილებული. მათ შორის არის მედიის თავისუფლება, ანტინარკოტიკული პოლიტიკა, საუბარია სამართალდამცავების დაუსჯელობის პრობლემაზე, ასევე შრომით უფლებებზე.

ანგარიშში წერია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცეში რადიკალური ვცლილებები გამოიწვია. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აღნიშნუალი, რომ ნარკოდანაშაული საქართველოში ხშირად ხანგრძლივი პატიმრობით, უზარმაზარი ჯარიმებითა და უფლებების შეზღუდვით ისჯება.

ანგარიშში ასევე საუბარია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევაში არასათანადო გამოძიებასა და მათ დაუსჯელობასა ან არასათანადო დასჯას ეხება. შრომით უფლებებთან დაკავშირებით ანგარიშში წერია, რომ არასათანადო რეგულაციები და სამუშაო პრაქტიკა რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები