ფულადი გზავნილები

დეკემბერში ფულადი გზავნილების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი დეკემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის ბოლო თვეში პირდაპირი ფულადი გზავნილების რაოდენობა 172 მილიონ დოლარს გაუტოლდა.

2018 წლის დეკემბერში იგივე მაჩვენებელი 149 მილიონ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება დეკემბერში საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ თანხას, მაჩვენებელმა 25,5 მილიონი დოლარს მიაღწია. ეს 2018 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. 

რაც შეეხება მთლიანად 2019 წელს, ფულად გზავნილების რაოდენობამ რეკორდული 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2018 წლისას თითქმის 10%-ით აღემატება.

ბოლო წლების განმავლობაში ფულადი გზავნილები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ამ გზავნილების უდიდესი ნაწილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ეკუთვნის. შესაბამისად, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იქიდან შემოდის, სადაც ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დიდია.

კომენტარები