ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი დეკემბრის ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის ბოლო თვეში პირდაპირი ფულადი გზავნილების რაოდენობამ 172 მილიონი დოლარი შეადგინა.

2018 წლის დეკემბერში იგივე მაჩვენებელი 149 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება დეკემბერში საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილ თანხას, მაჩვენებელმა 25,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს 2018 წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. 

ქვეყნების სია, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  •  რუსეთი — $43,8 მილიონი;
  •  იტალია — $23,8 მილიონი;
  •  საბერძნეთი — $19,6 მილიონი;
  •  აშშ — $16,5 მილიონი;
  •  ისრაელი — $14,5 მილიონი;
  •  თურქეთი — $8,3 მილიონი;
  •  გერმანია — $5,1 მილიონი;
  •  ყირგიზეთი — $4,8 მილიონი;
  •  უკრაინა — $4,8 მილიონი;
  •  ესპანეთი — $4,4 მილიონი. 

მთლიანად 2019 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებულმა ფულადი გზავნილების რაოდენობამ რეკორდული 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები