პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია: საფეიქრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად პრეზიდენტი სამკერვალო "ელსელემას" ესტუმრა

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთში მდებარე სამკერვალო საწარმო "ელსელემა" დაათვალიერა.

პრესსამსახურში ამბობენ, რომ პრეზიდენტი სამკერვალოს საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, სამკერვალო კომპანია "ელსელემა" ოცდახუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს.

"სამკერვალო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა მონკლერი, კოტონი. ასევე კომპანია "ქამელეონთან" პარტნიორობით „ელსელემა“-ს შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და შესაბამისი აქსესუარები აქვს შეკერილი.

ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ვითარდება ახალი მიმართულება - ბავშვის ქურთუკების წარმოება.

"გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან" (GIZ) თანამშრომლობა კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში ეხმარება"- წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები