სასწრაფო დახმარების ავტომობილები

თბილისში სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მოსახლეობას დღეიდან სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ავტომობილები უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

"დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ექვემდებარებოდა ქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ერთიან სისტემაში მოექცევა ეს მიმართულება, ერთი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც უფრო ეფექტიანი იქნება", - თქვა კალაძემ ავტომობილების პრეზენტაციაზე.

მიმდინარე წელს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. მერიის ინფორმაციით, ქვეყანაში დაინერგა ერთიანი, თანამედროვე სისტემა, რომელიც მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისს გააუმჯობესებს და პაციენტის ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები