რუსეთი

რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

reuters

რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ტასს-ი ავრცელებს.

დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. შესაძლოა მთავრობის გადადგომა ვლადიმერ პუტინის ინიციატივებს უკავშირდებოდეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა მიმართვის დროს გააჟღერა. 

პუტინი რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. პუტინი დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა დაანონსა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით იცვლება მთავრობის დანიშვნის წესი. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მთავრობის მეთაურს, მინისტრებსა და მოადგილეებს დუმა დაამტკიცებს. ასევე უქმდება საკონსტიტუციო შეზღუდვა ზედიზედ ორ საპრეზიდენო ვადასთან დაკავშირებით.

ცვლილების მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს მიეცემა უფლება გააუქმოს და გადასინჯოს ფედერაციული კანონების კონსტიტუციურობა. ამავდროულად საკანონმდებლო გადასინჯვების ინიცირების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს ექნება.

ასევე, იგეგმება მინიმალური ხელფასის განსაზღვრა და პენსიის ინდექსაცია, რომელიც რუსეთის არ უნდა იყოს უფრო ნაკლები, ვიდრე რუსეთში განსაზღვრული საარსებო მინიმუმი. ამავდროულად მკაცრდება პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის საკანდიდატო მოთხოვნები. 

რუსეთში ცხოვრების სავალდებული დრო 10-იდან 25 წლამდე იზრდება. პრეზიდენტს და მინისტრებს და მოსამართლეებს ერთმევათ ორმაგი მოქალაქეობის და სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის ქონის უფლება.

რუსეთის პრეზიდენტს ან პრეზიდენტობის მსურველს არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყანაში ცხოვრების ნებართვის დოკუმენტი როგორც მიმდინარე დროში, ასევე, წარსულშიც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს. პუტინს სურს რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით პუტინის მიმართვის შემდეგ გადადგა.

კომენტარები