ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 16 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: newcastle.gov.za

ხვალ, 16 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ასახელებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, შოთა ნადირაშვილის, უშაკოვის და მთისძირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გმზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I, II, III მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დუმბაძის, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თეთრი ტბის დასახლების, სოფელი გლდანის, ბადრი კობახიძის, ზაქარია მაისურაძის, დავით აღმაშენებლის (გლდანი), გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, გოთუას და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების მე-9 ქუჩის, გარდაბნის გზატკეცილის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და კედიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები