დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმე სენატს გადაეგზავნა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Getty Images

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, კონგრესის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის სენატისთვის გადაცემას. პროცესის შედეგად უნდა გადაწყდეს ჩამოაშორებენ თუ არა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას. შესაბამისი მოსმენები ზედა პალატაში უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. 

სენატისთვის საქმის გადაგზავნის შესახებ კენჭისყრა კონგრესში იმპიჩმენტის გამოტანიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ შედგა. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად პრეზიდენტის თანამდებებოდან ჩამოშორება მხოლოდ სენატს, ხმათა ორი მესამედის საშუალებით შეუძლია. 

ოთხშაბათს კონგრესში გამართული კენჭისყრა მოსალოდნელი შედეგებით დასრულდა. სენატისთვის საქმის გადაცემას მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიის ყველა წევრმა, წინააღმდგ მხოლოდ მინესოტას წარმომადგენელი კოლინ პიტერსონი წავიდა. 

საქმის გადაცემის წინააღმდეგ მიცა ხმა უკლებლივ ყველა რესპუბლიკელმა. ვინაიდან, კონგრესში უმრავლესობას სწორედ დემოკრატები ფლობენ, კენჭისყრა 228- 193-ის წინააღმდეგ შედეგით დასრულდა. 

ჯერ კიდევ კენჭისყრამდე კონგრესის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ იმპიჩმენტის საქმის ე.წ. მენეჯერები დანიშნა, რომლებმაც სენატში ბრალდების პოზიციები უნდა წარმოადგინონ. მბრალდებლების გუნდს კონგრესში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, ადამ შიფი უხელმძღვანელებს. 

საბრალდებო დასკვნის შეთანხმებული ტექსტი სენატში უკვე ხუთშაბათს უნდა გაჟღერდეს. ამავდროულად, სენატორებმა უნდა დადონ შესაბამისი ფიცი, რომ პროცესს მიუკერძოებლად და კანონის შესაბამისად განიხილავენ. იმიტირებულ სასამართლო პროცესს აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი გაუძღვება. 

სენატში რესპუბლიკული უმრავლესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის თქმით, დიდი ალბათობით, მოსმენები იმპიჩმენტის შესახებ მომავალი სამშაბათიდან დაიწყება. ბოლო თითქმის ერთი თვის განმავლობაში დემოკრატები განზრახ აჭიანურებდნენ იმპიჩმენტის საქმის სენატისთვის გადაცემას. 

ნენსი პელოსის თქმით, მათ ამ ნაბიჯით დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისთვის საჭირო დრო მოიგეს. მართლაც, დამატებითი მტკიცებულებები საქმეს ნამდვილად დაემატა. მნიშვნელოვანია, ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის პირადი წერილის ასლი, რომლითაც ნათელი ხდება, რომ ტრამპმა იცოდა მისი ადვოკატის მცდელობის შესახებ მოეპოვებინა კომპრომატი ჯო ბაიდენზე. მთელი პროცესის განმავლობაში დონალდ ტრამპი უარყოფდა, რომ ქონდა რამენაირი ინფორმაცია ჯულიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. 

მიუხედავად საქმეში გაჩენილი ახალი მტკიცებულებებისა დონალდ ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ნაკლებ სავარაუდოა. სენატორმა რესპუბლიკელებმა ბოლო პერიოდში ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ იმპიჩმენტს. 

რადგანაც სენატში უმრავლესობას, 53 მანდატს სწორედ რესპუბლიკელები ფლობენ, დიდი ალბათობით იმპიჩმენტი ჩავარდება. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან ჩამოშორებისთვის დემოკრატების სენატის 2/3-ის ანუ 67 სენატორის მხარდაჭერა სჭირდებათ, რაც წარმოუდგენელია. 

დონალდ ტრამპს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების უფლებამოსილების ბოროტ გამოყენებასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლას ედავებიან. დეკემბერში კონგრესის მიერ მიღებული იმპიჩმენტის გადაწყვეტილება აშშ-ის ისტორიაში მესამე შემთხვევა იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები