როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი

უიტნი ჰიუსტონი, NOTORIOUS B.I.G და სხვები - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესაყვანთა სია

WSJ

უიტნი ჰიუსტონს, The Notorious B.I.G-ს, Depeche Mode-ს, The Doobie Brothers-ს, Nine Inch Nails-ს და T.Rex-ს 2020 წლის 2 მაისს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ.

შემსრულებლები დარბაზში შეყვანილ 330 არტისტს შეუერთდებიან.

2020 წელს შესაყვანთა სია წარმოადგენს არტისტებს, რომლებიც 1980-იან და 1990-იან წლებში ვარსკვლავები იყვნენ და დღემდე მოთხოვნას შემსრულებლებად რჩებიან.

უიტნი ჰიუსტონი, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი კომერციულად ყველაზე წარმატებული მომღერალი იყო, რომელმაც "პოპ დივების" თაობებზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. The Notorious B.I.G, რომელიც 1997 წელს მოკლეს, განიხილება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი. Depeche Mode-მა მუსიკაში სინთპოპის ფართო პოპულარიზაცია მოახდინა, Nine Inch Nails-მა კი ინდუსტრიული როკის ბნელი ხმები შემოგვთავაზა. 1970-იან წლებში The Doobie Brothers-მა სოული, როკი და პოპი შეურია და კალიფორნიის  ყველაზე პოპულარული ჯგუფი გახდა. T.Rex-მა კი მსოფლიოს მიმდინარეობა Glam Rock შესთავაზა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი აშშ-ში, კლივლენდში მდებარეობს. მუზეუმი განკუთვნილია როკ მუსიკის, გავლენიანი მომღერლების, პროდიუსერების და მუსიკაში სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ისტორიების შესანახად.

კომენტარები