NDI-ის კვლევა

NDI: 59%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატია არ არის. 33% მიიჩნევს, რომ არის, ხოლო 8%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ წინა კვლევასთან შედარებით, მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის 10%-ზე მეტით არის გაზრდილი და რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, 2010 წელს საქართველოში გამოკითხულთა 46% პასუხობდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები