NDI-ის კვლევა

NDI: კვლავ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

საქართველოს მთავრობა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 30% - კარგად. კვლევაში მონაწილეთა 5%-მა არ იცის, როგორ შეაფასებდა მთავრობის საქმიანობას.

2019 წლის სექტემბერში გამოკითხულთა 60% აფასებდა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად, ხოლო აპრილში - 56%. 

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები